пятница, 8 мая 2015 г.

საღვთო რომის იმპერია






საღვთო რომის იმპერია (გერმ. Heiliges Römisches Reich), 1512 წლიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია(ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ან ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae; გერმ.Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 962 წლიდან 1806წლამდე და აერთიანებდა ევროპის ბევრ ტერიტორიას. უმაღლესი აყვავების პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა:გერმანია, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ბირთვს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, ნიდერლანდი, ჩეხეთი, ასევესაფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. 1134 წლიდან ფორმალურად შედგებოდა სამი სამეფოსაგან: გერმანიის, იტალიისა დაბურგუნდიის სამეფოებისგან. 1135 წლიდან იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩეხეთის სამეფო, რომლის ოფიციალური სტატუსიც იმპერიის შემადგენლობაში საბოლოოდ დარეგულირდა 1212 წელს სიცილიის ოქროს ბულით. იმპერია დაარსდა 962 წელს აღმოსავლეთ ფრანკების მეფის, ოტო I დიდის მიერ და განიხილებოდა, როგორც ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის პირდაპირი გაგრძელება. ერთიან სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესები იმპერიაში მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არ დამთავრებულა, ამიტომ იგი რჩებოდა დეცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელსაც ჰქონდა რთული ფეოდალური იერარქიული სტრუქტურა და რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ასეულ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იმპერიის სათავეში იდგა იმპერატორი. საიმპერატორო ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი. იგი ენიჭებოდა კურფიურსტების კოლეგიის არჩევნების შედეგების მიხედვით. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის იზღუდებოდა გერმანიის უმაღლესი არისტოკრატიის, ხოლო XV საუკუნის მიწურულიდან — რაიხსტაგის მიერ, რომელიც იცავდა იმპერიის მთავარი წარჩინებული წოდებებისინტერესებს. თავისი არსებობის ადრეულ პერიოდში იმპერიას ჰქონდა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს ხასიათი, ხოლო იმპერატორები ქრისტიანულ სამყაროში უმაღლეს ძალაუფლებაზე პრეტენდირებდნენ. პაპის ტახტის გაძლიერებამ, იტალიისდაპყრობისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ და ამავდროულად გერმანიის ტერიტურიული მთავრების ძალაუფლების გაზრდამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. გვიან შუა საუკუნეებში ბატონობდა დეზინტეგრაციის ტენდენციები, რომლებიც საღვთო რომის იმპერიას ნახევრადდამოუკიდებელი წარმონაქმნების კონგლომერატად გადაქცევაში ემუქრებოდა. თუმცა XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა „საიმპერიო რეფორმამ“ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და შექმნა ახალი ბალანსი იმპერატორისა და წარჩინებული წოდებების ძალაუფლებებს შორის, რამაც იმპერიას საშუალება მისცა, შედარებით წარმატებით გაეწია კონკურენცია დასავლეთ ევროპის ეროვნული სახელმწიფოებისთვის. რეფორმაციის კრიზისისა და ოცდაათწლიანი ომისგადალახვა მოხერხდა იმპერატორის შემდგომი ძალაუფლების შეზღუდვისა და წარჩინებული წოდებების საყოველთაო რაიხსტაგის იმპერიის კონსტრუქციის მთავარ ელემენტად გადაქცევის ხარჯზე. ადრეული ახალი ისტორიის დროინდელი იმპერია უზრუნველყოფდა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რამდენიმე რელიგიის თანაარსებობასა და მისი სუბიექტების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ასევე პრივილეგირებული წოდებების ტრადიციული წესებისა და პრივილეგიების დაცვას. თუმცა იმპერიამ დაკარგა ექსპანსიის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და დაპყრობითი ომების წარმოების შესაძლებლობა. შიდა კონსოლიდაციისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დროს მსხვილი გერმანული სამთავროების განვითარება ეწინააღმდეგებოდა იმპერიის გაყინულ სტრუქტურას, რამაც XVIII საუკუნეში გამოიწვია ცენტრალური ინსტიტუტების პარალიზება და საიმპერიო სისტემის დაშლა. საღვთო რომის იმპერიამ იარსება 1806 წლამდე და განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას, როდესაც შეიქმნა რაინის კავშირი, ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ტახტიდან გადადგა.

Комментариев нет:

Отправить комментарий